იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.
კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.
კანდიდატმა გასაუბრების პროცესის დაწყებისას აღნიშნა, რომ მოსამართლეობამდე შვიდი წლის განმავლობაში საადვოკატო პრაქტიკა გაიარა. მისივე თქმით, ევროპის სასამართლოში ორი საქმე წარმატებით აქვს დასრულებული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში „გარედან უყურებდა“ სასამართლოს ადვოკატის პროფესიით და კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვთ ადვოკატებს ამ ინსტიტუტის მიმართ.