იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა ლაითაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა ლაითაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა ლაითაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა ლაითაძე საბჭოს წევრების კითხვებს ნიუ იორკიდან, საქართველოს საკონსულოდან, ​ვიდეოზარის მეშვეობით პასუხობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა ლაითაძე 32 წლისაა და მაგისტრთან გათანაბრებული უმაღლესი განათლება აქვს.

„გახარებული ვარ რომ ამ 50 კაციან სიაში აღმოვჩნდი. ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. ასევე ქართულ მართლმსაჯულებაში განხორციელებულმა არაერთმა დადებითმა ცვლილებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, დავაკმაყოფილო ყველა მოთხოვნა უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობისთვის“, – განაცხადა შოთა ლაითაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო 50 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.