იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნუნუ კვანტალიანს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნუნუ კვანტალიანს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა.

დღეს სულ გასაუბრებას სამი კანდიდატი გაივლის. ესენი არიან: ნუნუ კვანტალიანი, მაია კოპალეიშვილი და შოთა ლაითაძე. პირველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს კანდიდატი, ნუნუ კვანტალიანი პასუხობს.

ნუნუ კვანტალიანი არის 58 წლის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2002 -2012).

გასაუბრების დაწყებამდე, სხდომის თავმჯდომარე, კანდიდატის მოტივაციით დაინტერესდა თუ რატომ გადაწყვიტა მან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანა.

„ბევრი ვიფიქრე, მიმეღო თუ არა მონაწილეობა და გულწრფელად გეტყვით, ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემი ვალდებულებაც ერთგვარად. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ჩემი წარსული პროფესიული საქმიანობა და ამ საქმიანობის განხორციელების წესი და შედეგები, მაძლევს იმის უფლებას, განვაცხადო პრეტენზია ამ უდავოდ პრესტიჟულ, საამაყო, მაგრამ მძიმე და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი საქართველოში, როგორც ყველა ეტაპზე მოსამართლეობა. ვფიქრობ, რომ მე ეს გააზრებული მაქვს ჩემი გადმოსახედიდან“, – განაცხადა ნუნუ კვანტალიანმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაააკვირდებიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ონლაინ რეჟიმში საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე 1tv.ge-ზე გადაიცემა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო და ამ ეტაპზე საბჭო უკვე გაესაუბრა 21 კანდიდატს. გასაუბრების დასრულების შემდეგაც საბჭო 50 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.