იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია კოპალეიშვილს უსმენენ 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია კოპალეიშვილს უსმენენ 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მაია კოპალეიშვილითან მიმდინარეობს გასაუბრება.

​მაია კოპალეიშვილი არის 55 წლის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, რომელსაც უფლებამოსილება უახლოეს მომავალში ეწურება.

კანდიდატმა, გასაუბრების დაწყების წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში განაცხადის შემოტანის მოტივაციაზე ისაუბრა და მის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მივიჩნევ, რომ ის გამოცდილება, რომელიც გამაჩნია, დამიგროვდა და ჩემმა პროფესიამ მომცა ამის შესაძლებლობა.

ჩემმა გამოცდილებამ და უნარებმა მომცეს იმის მოტივაცია, რომ მივიღო მონაწილეობა ასეთი მაღალი სტატუსის დასაკავებლად გამართულ კონკურსში“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.