იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მესხორაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მესხორაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან მესხორაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ლევან მესხორაძე არის საქართველოში ევროკავშირის პროექტების ხელმძღვანელი.

„ჩემი მიზანი არის, როგორც ინდივიდუალურმა მოსამართლემ, თუ ვიქნები გამწესებული, უზრუნველვყო ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების დამტკიცება. ჩემი აზრით, ეს მიიღწევა რამდენიმე გზით, პირველი, ეს არის უზენაესი სასამართლოს მხრიდან საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება, ასევე ჩემი სურვილია, ადამიანებმა სამართალი და სიმართლე იპოვონ მართლმსაჯულების სასახლეებში და არ მოუწიოთ სტრასბურგში ან ჟენევაში წასვლა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება, შესაძლოა, რელევანტური გამოჩნდეს ამ პოზიციისთვის“, – განაცხადა ლევან მესხორაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 28-ს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, საბჭო, ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.