იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლავრენტი მაღლაკელიძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლავრენტი მაღლაკელიძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან,
ლავრენტი მაღლაკელიძესთან გასაუბრება დაიწყო.

კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. ლავრენტი მაღლაკელძემ გასაუბრების დაწყებისას საკუთარ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი მოტივაცია გახლდათ ის, რომ მე როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას წლებია ვეწევი. მიმაჩნია, რომ ამ გამოცდილებით ჩემს მცირე და მოკრძალებულ წვლილს შევიტან ზოგადად სამოსამართლო საქმიანობის სფეროში, განსაკუთრებით ისეთ მაღალ პოზიციაზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსი. აქედან გამომდინარე, გარემოებებმა და ჩემმა განვლილმა გზამ განაპირობა, წარდგინება გამეკეთებინა უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე“, – განმარტა ლავრენტი მაღლაკელიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. 50-ივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგა კი საბჭო, ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.