იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლალი ფაფიაშვილთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს..

კანდიდატმა  გასაუბრების დაწყების წინ, საკუთარ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი, რომ მემსახურა საქართველოს საკონტიტუციო სასმართლოში და ვფიქრობ, ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა აღნიშნულ სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის, გარკვეულწილად შეიძლება წაადგეს უზენაეს სასამართლოს. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ წლების განმავლობაში იქნა მიღებული, პირდაპირი ეფექტის მატარებელი არის როგორც წესი, სასამართლო სისტემაზე და იმ პროცესებზე, რასაც საერთო სასამართლოების მოსამართლეები ახორციელებენ“, – განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.