იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოგიტა თოთოსაშვილთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოგიტა თოთოსაშვილთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლესთან,
გოგიტა თოთოსაშვილთან გასაუბრება მიმდინარეობს.

გასაუბრების დაწყების წინ, სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია გააცნო და მისი მოტივაციით დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანა.

„მე მიმუშავია პირველი ინსტანციების სასამართლოებში თითქმის 10 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე უკვე კონკურსში, რომ გამეგრძელებინა მუშაობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მივიჩნიე, შევძლებდი, წარსულიდან გამომდინარე მუშაობის გაგრძელებას პირველ ორ ინსტანციაში. უკვე სამი წელია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვმუშაობ. ერთობლიობაში ვფიქრობ, რომ არის იმის საფუძველი, გამოცხადებულ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა“, – განაცხადა გოგოტა თოთოსაშვილმა.

დღეს საბჭოს წევრებთან გასაუბრებას სამი კანდიდატი გაივლის; ესენი არიან: გოგიტა თოთოსაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმერ კაკაბაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ოდირის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ონლაინ რეჟიმში საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1tv.ge გადაიცემა.