იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ალექსანდრე წულაძესთან მიმდინარეობს გასაუბრების პროცესი.

კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორია. მას სამართლის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. კანდიდატმა გასაუბრების დაწყების წინ, საკუთარ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომეცა საშუალება მომეპოვებინა სტიპენდია და მესწავლა რომში, მაგისტრატურაზე, სადაც პირველად აღმოვაჩინე საქმე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას და ემოციას მგვრის, ეს არის მედიაცია. ვინაიდან იმ ეტაპზე საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საკმაოდ უცხო სფერო იყო, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე, ასევე სასამართლოსა და კვლევითი მიმართულებითაც, მომცემს საშუალებას, რომ წარმატებით და ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ასევე მსურს დავიცვა თითოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად მათი რასისა, სქესისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.