იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატს გაესაუბრნენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატს გაესაუბრნენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. დღეს საბჭო 14 კანდიდატს გაესაუბრა. კონკურსანტებს შორის იყვნენ, როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები. გასაუბრების პროცესს დადებითად აფასებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობას საკმაოდ ძლიერი კანდიდატები იღებენ, რაც მაღალ კონკურენციას განაპირობებს.

„პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ, საქმიან ვითარებაში. ყველა კანდიდატმა მოითხოვა პროცესის გახსნა და გაასაჯაროა თავისი გასაუბრება, ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება, რომ დასწრებოდა გასაუბრების პროცესს“, – განცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. კანდიდატებს შორის 21 არის ყოფილი მოსამართლე, 17 10-წლიანი გამოცდილების მქონე, ერთი უზენაესი სასამართლოს მოქმედი, ერთი კი, ყოფილი მოსამართლე, ათი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, ჩვიდმეტი კი 3-წლიანი გამოცდილების მქონე. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება. საბჭო კანდიდატებთან გასაუბრებას, ხვალ 11:00 საათიდან განაახლებს.