იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

გასაუბრება ოთხდღიანია და 30 დეკემბერს დასრულდება. დღეს მოსამართლეობის 20 მსურველს გაესაუბრებიან. გასაუბრება სულ 82 კანდიდატთან მოხდება. სიაში არიან მოქმედი მოსამართლები, რომელთა განაცხადის შეტანის მიზეზი გადანიშვნა ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვა გახდა.

ოთხდღიანი გასაუბრების შემდეგ, საბჭო კენჭისყრას იანვრის პირველივე კვირაში გეგმავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 52 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. განაცხადის მიღება 13 ნოემბერს დასრულდა.

საბჭოს წევრებმა უკვე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ორ საკითხზე. მათ შორის იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გათავისუფლება. მიზეზი მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გახდა.

საბჭომ ასევე რამდენიმე გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანაზე იმსჯელა.