იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კამათის გამო, შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კამათის გამო, შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ხუთწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე საბჭოს მოსამართლე წევრის, ვასილ მშვენიერაძის კითხვაზე სცემდა პასუხს, რა დროსაც ნაზი ჯანეზაშვილი პროცედურული საკითხებით დაინტერესდა. ვლადიმერ კაკაბაძემ მას უთხრა, რომ ხელს უშლიდა პასუხის გაცემაში და აზრს ვეღარ ალაგებდა. ანა დოლიძემ კაკაბაძეს მიმართა, აქვს თუ არა ნანახი, როგორ მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება, რაც ვლადიმერ კაკაბაძემ ზეწოლად შეაფასა.

​მაბნევთ ქალბატონო ნაზი, პროცედურულ საკითხი მესმის, მაგრამ შემაწყვეტინეთ თქვენ. ისედაც ვარ ძალიან დაძაბულ რეჟიმში და ახლა კიდე ქმნით რაღაც ფონს“, – მიმართა კაკაბაძემ ჯანეზაშვილს.

„თქვენ ადევნებდით თვალყურს გასაუბრებებს? რა წესი არსებობს აბა მითხარით?“ – მიმართა კითხვით ანა დოლძემ მოსამართლეობის კანდიდატს.

„შეუძლებელია ასე კონკურსში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ.

აღნიშნული კამათის შემდეგ, გასაუბრებაზე შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის გასაუბრება გრძელდება.