იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მოთხოვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციას უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან

15:00, 27.10.2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ გადაუგზავნია პრეზიდენტისთვის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

საბჭოში აცხადებენ, რომ მოთხოვნა ადმინისტრაციას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტა 25 ოქტომბერს მოითხოვეს და მოთხოვნის საფუძვლად ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა დაასახელეს.

მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. ანა დოლიძე პრეზიდენტის კვოტით საბჭოს წევრი 2018 წლის 8 იანვარს გახდა.

მსგავსი