იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ წევრად მოსამართლეებმა შესაძლოა, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიონ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ წევრად მოსამართლეებმა შესაძლოა, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიონ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ წევრად მოსამართლეებმა შესაძლოა, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიონ.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაში მონაწილე მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დღეს უნდა აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი. ამ პოსტზე სერგო მეთოფიშვილს ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 18 მარტს ეწურება. კონფერენციაზე კანდიდატების დასახელების უფლება აქვს კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსამართლეს.

რიგგარეშე კონფერენციაზე გათვალისწინებულია სხვა საკითხების განხილვაც, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს მოხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხის განხილვა.

ამ დროისთვის კონფერენციაზე ხმის დამთვლელი კომისიის წევრებს ირჩევენ, რის შემდეგაც უკვე მოსამართლეები მარსაგიშვილის კანდიდატს კენჭს უყრიან.