იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისია გაფართოებულ ფორმატში, პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წელს პირველად იკრიბება.

დღის წესრიგში სამი საკითხია, იმ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა სხდომაზე საჯარო სამსახურების და იქ დასაქმებული პირების მიმართ გაიცა. ასევე, საკითხების დაყენება მესამე სექტორს და პარტიებსაც შეუძლიათ.

სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე ხელმძღვანელობს.

მიმდინარე თვეში უწყებათაშორისი კომისია ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, ოქტომბერში კი, ყოველკვირეულად.