იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა. ვახტანგ ჟვანიას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“.

ვახტანგ ჟვანია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.