იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ კეზერაშვილმა გაფლანგა ქართული ჯარის კუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

14:02, 05.12.2024

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში დღეს, 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

მსგავსი