იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 2.3 მილიონ დოლარს მიიღებს
იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 2.3 მილიონ დოლარს მიიღებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 2.3 მილიონ დოლარს მიიღებს. დაფინანსება საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებს უკავშირდება.

მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის 15 თებერვალს დამტკიცებულ დოკუმენტში და სამინისტრო, სამი მილიონი დოლარის ნაცვლად, 5.3 მილიონ დოლარს მიიღებს (დაახლოებით 14.7 მილიონი ლარი). განკარგულება სამინისტროსთვის 625 400 ევროს (დაახლოებით 1.9 მილიონი ლარი) და 59 000 გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 204 000 ლარი) გამოყოფასაც ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, საუბარია მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების წარმოებაზე და სხვა მიმართულებით დაგეგმილ ხარჯებზე.

2019 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 60 მილიონი ლარია.

დატოვე კომენტარი