იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი – ჰააგაში ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან

22:27, 02.10.2026

ჰააგაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან.

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ მაიკ მაკგრატის თქმით, ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, გარდა ბულგარეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთისა, სურვილი გამოთქვა შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი რუსული აგრესიის გამო, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას. საერთო ჯამში კი, ტრიბუნალის გამართვას მსოფლიოს 38 ქვეყანა უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები როგორც სპეციალური ტრიბუნალის ჩატარების მასპინძელი ქვეყანა, ევროკავშირის საბჭოსთან ერთად შეაფასებს მისი გამართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯებს.

ევროკომისრის თქმით, პოტენციურ წევრ ქვეყნებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და რა სახის ფინანსურ და ორგანიზაციულ რესურსებს მოითხოვს ამ განსაკუთრებული ორგანოს ფუნქციონირება.

მსგავსი