იუსტიციის სახლში დღეიდან „მცხეთისწყალის“, „რუსთავისწყალისა“ და „თელავგაზის“ აბონენტების რეგისტრაციის ცვლილებაა შესაძლებელი
იუსტიციის სახლში დღეიდან „მცხეთისწყალის“, „რუსთავისწყალისა“ და „თელავგაზის“ აბონენტების რეგისტრაციის ცვლილებაა შესაძლებელი

მცხეთისწყალის“, „რუსთავისწყალისა“ და შპს „თელავგაზის“ კომუნალური მომსახურების კომპანიებში აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა დღეიდან იუსტიციის სახლის 22 ფილიალშია შესაძლებელი. აღნიშნული სიახლე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სემეკის ცნობით, პროექტის მიზანია მოქალაქეებისთვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება და მასში ამჟამად, 10 კომუნალური მომსახურების კომპანიაა ჩართული – „მცხეთისწყალი“, „რუსთავწყალი“, „თელავგაზი“ „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი”.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით, აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების მოთხოვნით ერთდროულად მიმართოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა, წყალმომარაგების სექტორებში მომსახურე კომპანიებს. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების განცხადების დაწერა მომხმარებელს შეუძლია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ასევე, განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია,  უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანება გაიგოს.

აბონენტის შეცვლის მომსახურების მისაღებად იუსტიციის სახლში, 2018 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე 4422 განცხადება დარეგისტრირდა.