იუსტიციის სახლი 28 ნოემბერს არ იმუშავებს
იუსტიციის სახლი 28 ნოემბერს არ იმუშავებს

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს იუსტიციის სახლი არ იმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, არჩევნების დღე არის უქმე. ამის გათვალისწინებით, 2018 წლის 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, იუსტიციის სახლი არ იმუშავებს” – განმარტავენ იუსტიციის სახლში.