იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ
იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაგრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანტურ ადგილას კანდიდატებთან გასაუბრება. საბჭოს წევრები დღეს მოუსმენენ მოსამართლეებს – პაატა ქათამაძესა და ლაშა ქოჩიაშვილს.

პაატა ქათამაძეს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილება ამოეწურა და ის ახლა კონკურსში ხელახლა არჩევის მიზნით მონაწილეობს. კონკურსში ასევე მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილიც, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. ორივე მათგანს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა კონკურსის შედეგების დასრულებამდე და ვიდრე მათ მიერ განსახილველ საქმეები არ დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატთან, გოჩა აბუსერიძესთან და თამარ ოქროპირიძესთან გასაუბრება გუშინ ჩატარდა.

გასაუბრების ეტაპზე სულ ექვსი კანდიდატი გადავიდა. მათ შორის: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე, პაატა ქათამაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი და ამირან ძაბუნიძე. ექვსი კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორ კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.

დატოვე კომენტარი