იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვასილ როინიშვილთან გასაუბრება გაიმართება
იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვასილ როინიშვილთან გასაუბრება გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ვასილ როინიშვილთან გასაუბრება გაიმართება.

როინიშვილი უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, თუმცა მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. სწორედ ამიტომ, საბჭომ მის შესაცვლელად კონკურსი გამოაცხადა.

ვასილ როინიშვილი არის ბოლო კანდიდატი, ვისთანაც გასაუბრება გაიმართება. ამით საბჭოში გასაუბრების ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც შეფასებისა და კენჭისყრის პროცესი ჩაინიშნება.

საბოლოოდ საბჭო საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ერთ კანდიდატს გადაუგზავნის.

გასაუბრების პროცესის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსახილველ ექვს საკითხზე იმსჯელებენ.

დატოვე კომენტარი