იუსტიციის საბჭოში სხდომა გაიმართება
იუსტიციის საბჭოში სხდომა გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელებენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის იმ მოსამართლეთა კენჭისყრა, ვისაც საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსის გარეშე გადასვლა სურთ.

დღესვე, საბჭო დარჩენილ ვაკანსიებზე ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს.

საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.