იუსტიციის საბჭოს სხდომაზე 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. პროცედურის შემდეგ მათი უვადოდ დასანიშნად კენჭისყრა გაიმართება.

საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის კითხვის ნიშნებს ერთ-ერთი კანდიდატის, ნინო მამულაშვილის არჩევა აჩენს. მათი განცხადებით, მამულაშვილი პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლეა.

„ნინო მამულაშვილი, რომელიც გახლავთ დავით მათიკაშვილის, პარლამენტის წევრის მეუღლე, გარკვეულ კითხვებს აჩენს, რადგან იგი მოსამართლე გახდა 2017 წელს გაზაფხულზე, მაშინ როდესაც მისი მეუღლე უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. საინტერესო გარემოება გახლავთ, რომ ნინო მამულაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, გამხდარიყო მოსამართლე, დაახლოებით სამი მცდელობა ჰქონდა, თუმცა საბჭო ეუბნებოდა უარს. რატომღაც მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე გახდა პარლამენტის წვერი, ნინო მამულაშვილი გახდა მოსამართლე და ეს თარიღები საკმაოდ სერიოზულ კითხვის აჩენს. იცით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან სერიოზულად არის დასმული საკითხი საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არაერთ საქმეზე, ამას გამოხმაურება მოყვა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიაში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ აღნიშნა,  კლანსტერი, რომელიც მართავს საქართველოს სასამართლო სისტემას, აგრძელებს მართვას მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

„მთავარი დღის წესრიგი, რომელიც აქვს ამ კლასტერს არის საკუთარი თავის გამაგრება. ნინო მამულაშვილის საკითხი არის იმ დიდი ტენდენციის ნაწილი, რომელსაც მანამდე ვხედავდით, კლანსტერი და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა შეთამაშებულად თამაშობს. მათ საერთოდ არ ადარდებთ რას იტყვის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.