იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკან ბრიგიტა ციოხლინგ-იუდისთან შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ვენის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

მათივე ცნობით, განხილულ იქნა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ვენის უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებიც.

„რატი ბრეგაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო-ავსტრიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აქტიური თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს იუტიციის სამინისტროს სამართლებრივ ჟურნალ „იუსტიციასა“ და სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭზე ისაუბრეს. მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და აკადემიური წრეების ჩართულობით პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.