თეა წულუკიანმა ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა
თეა წულუკიანმა ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბოლნისში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეეძლებათ.

ბოლნისის იუსტიციის სახლის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ბოლნისის ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება, ხოლო საქართველოს მასშტაბით ოცდამეოთხე.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 11 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკისა და ხონის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 23 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.