იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
პაატა სალიამ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღსრულების პოლიცია ორიენტირებულია, მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენებით საქმის წარმოება მხარეებს შორის მორიგებით დაასრულოს. ამ მიდგომის შედეგად კი ბოლო წლების განმავლობაში საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მხარეთა მორიგებით სრულდება.
ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.