იუსტიციის მინისტრის თანამდებობას - ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი დავით სონღულაშვილი დაიკავებს
იუსტიციის მინისტრის თანამდებობას - ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი დავით სონღულაშვილი დაიკავებს

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას – ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი დავით სონღულაშვილი დაიკავებს.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.