იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ განრიდება-მედიაციის განვითარების საკითხები განიხილეს

17:44, 11.07.2026

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს განრიდება-მედიაციის პროგრამების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განრიდებისა და მედიაციის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საჭიროებას, ადამიანური რესურსებისა და სარეაბილიტაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, მონაცემთა გაცვლისა და დამუშავების სისტემების გაუმჯობესებას.

„ასევე იმსჯელეს განრიდებისა და მედიაციის პროცესში უწყებათაშორისი და მულტიდისციპლინური კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ერთობლივი ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი