იუსტიციის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა

18:45, 22.04.2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„რატი ბრეგაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევით წარმატებით დასრულებულ მედიაციაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის. აღინიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მთელი ძალისხმევა მიმართოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისათვის“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი