ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს, – ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია როგორც პერსონალურ სანქციებზე, ისე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ლუკაშენკოს რეჟიმზე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბელარუსის ხელისუფლება ევროკავშირზე პოლიტიკური ზეწოლისთვის მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციაში დაადანაშაულა. როგორც ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან მიმდინარე ჰიბრიდული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მათ შორის დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესებით.

ევროკავშირისთვის მიუღებელია მესამე ქვეყნების მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, გამოიყენონ მიგრანტები პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი.

დატოვე კომენტარი