იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს რეკომენდაცია არ გაუწია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს რეკომენდაცია არ გაუწია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ხუთ მათგანს რეკომენდაცია არ გაუწია.

ესენი არიან: თამარ ალანია (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შოთა გეწაძე (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); პაატა სილაგაძე (ორი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლაშა ქოჩიაშვილი (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გოჩა ჯეირანაშვილი (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი). რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა მოხსნა.

პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაეწია 14 კანდიდატს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს. მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.