იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

12:33, 11.12.2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი