იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტების“ რეზოლუციაზე საკუთარი დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტების“ რეზოლუციაზე საკუთარი დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტზე კომიტეტის დასკვნას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხს კენჭი უყარეს და ეკა ბესელიამ განმარტა, რომ კენჭისყრაზე დადგებოდა არა უშუალოდ რეზოლუციის პროექტი, არამედ კომიტეტის დასკვნის პროექტი, სადაც საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილ ფაქტებზე.

საკითხის კენჭისყრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, კომიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადამიანების წამებას აღიარებს.

ინაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე სწორედ მათ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი დადგება და მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.