იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ და გიორგი გოდაბრელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ და გიორგი გოდაბრელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ და გიორგი გოდაბრელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევს, რითიც პარლამენტი თავის შინაარსს კარგავს. მისივე თქმით, დეპუტატებს კითხვის დასმის საშუალება მისი შინაარსის გამო ეზღუდებათ, რაც დაუშვებელია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.