იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივაზე მსჯელობს

14:46, 27.04.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივაზე მსჯელობს.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კომიტეტს პროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა.

ვახტანგ ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას.

კომიტეტის სხდომაზე იყო კამათიც „ქართული ოცნების“ წევრს, არჩილ გორდულაძესა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, გიგა ფარულავას შორის.

მსგავსი