იურიდიულ კომიტეტზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა – სხდომის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა [ვიდეო]

10:56, 12.12.2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გამოაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურა უნდა დაწყებულიყო, ეკა ბესელია მასთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხდომის გადადებას ითხოვენ, რადგან აცხადებენ, რომ სასესიო კვირაში კენჭისყრის პროცედურა არ უნდა გაიმართოს. შესაბამისად, მათი თქმით, სხდომის ჩატარება ახლა ლეგიტიმური არ არის.

სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური კომიტეტში ამ დრომდე გრძელდება.

https://www.youtube.com/watch?v=WCyXwZ62fkM&feature=youtu.be

 

მსგავსი