იურიდიულ კომიტეტში „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ
იურიდიულ კომიტეტში „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.

კანონპროექტი განსაზღვრავს მედიატორის არჩევა/დანიშვნის საკითხებს სასამართლო მედიაციის დროს. ასევე, განსაზღვრავს იმ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც მხარეებს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევაში დაეხმარება.

„მედიაციის კანონპროექტის მიხედვით, სასამართლომდეც და სასამართლოში შესვლის შემდგომაც მხარეებს ექნებათ საშუალება, მედიატორის მეშვეობით დაარეგულირონ ის საკითხი, რასაც თვლიან, რომ თავად ვერ წყვეტენ და შესაბამისად შეიტანეს სასამართლოში ან უნდათ, შეიტანონ სასამართლოში საქმე. აქედან გამომდინარე, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მედიატორები ძალიან დიდ როლს თამაშობენ იმ მიმართულებით, რომ ერთი მხრივ, სასამართლო განიტვირთება ასეთი საქმეებისგან და მეორე მხრივ, მხარეებს აღარ მოუწევთ დროისა და ფინანსური რესურსის დახარჯვა იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე შეძლებს და მოაგვარებს მხარეებს შორის წარმოშობილ დავას“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.