იურიდიულ კომიტეტში ე.წ. ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
იურიდიულ კომიტეტში ე.წ. ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების, ე.წ. ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას.

კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, რომ არამხოლოდ რეპრესიული, არამედ პრევენციული ზემოქმედებით შემცირდეს და თავიდან იქნას აცილებული მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დავის გადაწყვეტის პრაქტიკა.

საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარადგენს.