იური უშაკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ სავარაუდო შეთქმულების შესახებ ტრამპის განცხადებას ირონიული უწოდა

11:39, 03.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ სავარაუდო შეთქმულების მოწყობის შესახებ ირონიული იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპმა ირონიულად თქვა, თითქოს „ეს სამი“ ამზადებდა შეთქმულებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, – განაცხადა უშაკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ არანაირი შეთქმულება არ მზადდება.

„მინდა, ვთქვა, რომ არავინ არანაირ შეთქმულებას არ აწყობდა, ამაზე არცერთ ლიდერს არც კი უფიქრია“, – განაცხადა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დაე, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ჩინეთის შესანიშნავმა ხალხმა დიდებული და ხანგრძლივი ზეიმის დღე აღნიშნონ. გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ“.

მსგავსი