იური უშაკოვი - რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ან სამმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ან სამმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში წარმომადგენლების დონის ამაღლებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები ჯერ არ არსებობს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ზუსტად არ შეესაბამება იმას, რაზეც ისინი შეთანხმდნენ. ახლა სამმხრივ შეხვედრაზე საუბრობენ, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე საუბრობენ, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, პუტინსა და ტრამპს შორის ამ საკითხზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა“, – განაცხადა უშაკოვმა.