იური უშაკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე უამბო, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობაში, მადლობა ღმერთს, Tomahawk-ი არ მისცა“
რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ უამბო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
უშაკოვის თქმით, დონალდ ტრამპი აღშფოთებული იყო კიევის მცდელობით, რომ თავდასხმა განეხორციელებინა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე.
„ფაქტობრივად მაშინვე, როგორც ამერიკული მხარე თვლის, მარ ა ალაგოში წარმატებული მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ, კიევის რეჟიმმა განახორციელა ტერორისტული თავდასხმა შორი მოქმედების უპილოტო აპარატების გამოყენებით, რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში თავდასხმა. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ასეთი დაუფიქრებელი ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივია, უპასუხოდ არ დარჩება“, – თქვა უშაკოვმა.
როგორც პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, ტრამპმა პუტინს განუცხადა, რომ მსგავსი გიჟური ქმედებების წარმოდგენაც კი არ შეეძლო.
„ეს უდავოდ გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობის კონტექსტში, რომელსაც ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ, როგორც თავად ტრამპმა თქვა, ღმერთს მადლობა, Tomahawk-ი არ მისცა“, – აღნიშნა უშაკოვმა.
ამასთან, იური უშაკოვის განცხადებით, დონალდ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა დეტალურად გააცნეს ვლადიმერ პუტინს მარ ა ლაგოში უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები.
როგორც უშაკოვმა განმარტა, ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უკრაინულ დელეგაციას განუცხადა, რომ კიევმა უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისკენ.
„ამ მოლაპარაკებების დროს, ამერიკულმა მხარემ აგრესიულად წამოაყენა მოსაზრება, რომ კიევმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისკენ და არ უნდა დაიმალოს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნების უკან. ზელენსკის გუნდს ურჩიეს, არ ეძებოს პაუზა თავისი შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ კონცენტრირება მოახდინოს ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, რომელიც მტრობის რეალურ დასასრულს მოიტანს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, დონალდ ტრამპი შოკირებული იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინმა აცნობა, რომ უკრაინამ თავდასხმა განახორციელა ნოვგოროდში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია.