იური უშაკოვი - რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, ანკორიჯის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე აგრძელებენ
რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, ანკორიჯის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე აგრძელებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ აშშ-თან აქტიურად განვიხილავთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხს ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის ნამდვილად კარგი გზაა“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის თქმით, კიევის ხელისუფლება ინფორმირებულია ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ აგვისტოში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების შესახებ და მათ ისინი არ მოსწონთ.
„ბევრ ევროპელს ეს არ მოსწონს, მაგრამ ყველას – არა. ანუ, მათ, ვისაც არ სურთ მშვიდობიანი მოგვარების მიღწევა და სურთ ომის გაგრძელება, ეს არ მოსწონთს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
უშაკოვის თქმით, აშშ-ს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მიღწეული შეთანხმებები აღარ მოქმედებს.
„ამერიკის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ოფიციალური უარყოფა, რომ ეს შეთანხმებები არ მოქმედებს. ბევრი სიგნალია, ზოგი მოგვწონს, ზოგი – არა, მაგრამ ყველაფრის საფუძველი ანკორიჯია“, – განაცხადა უშაკოვმა.