იური უშაკოვი – მოსკოვი ვაშინგტონთან მუშაობას აგრძელებს, აშშ-ის წარმომადგენლები დისკუსიის დროს კონსტრუქციულ და კეთილგანწყობილ პოზიციას ავლენენ
მოსკოვი ვაშინგტონთან მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები დისკუსიის დროს კონსტრუქციულ და კეთილგანწყობილ პოზიციას ავლენენ.
„მუშაობა მიმდინარეობს. პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპს“, – განაცხადა უშაკოვმა.
რაც შეეხება აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის შესაძლებლობას, მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთში ჯერ საერთოდ არ განხილულა.
„რაც შეეხება პუტინის გამგზავრების შესაძლებლობას, ეს საკითხი ჩვენთან ჯერ საერთოდაც არ განხილულა“, – განაცხადა უშაკოვმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტს მიწვევა ექნება. ცნობისთვის, G20-ის სამიტი აშშ-ის ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს გაიმართება.