იური უშაკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა სასარგებლო და კონსტრუქციული იყო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი მედიასთან აცხადებს, რომ მოლაპარაკებები სასარგებლო და კონსტრუქციული იყო.
შეხვედრას ესწრებოდა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც.
„რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონსტრუქციული დიალოგი გრძელდება“, – აღნიშნავს დმიტრიევი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები დაახლოებით სამ სააათს გრძელდებოდა.