იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთზე უკრაინის ბოლო თავდასხმები ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი კონტაქტის პერსპექტივას ამცირებს
იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთზე უკრაინის ბოლო თავდასხმები ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი კონტაქტის პერსპექტივას ამცირებს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთზე უკრაინის ბოლო თავდასხმები ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი კონტაქტის პერსპექტივას ამცირებს.

„ეს კიევის რეჟიმის ხელმძღვანელსა და ჩვენს პრეზიდენტს შორის პირად კონტაქტთან არ გვაახლოებს“, – განაცხადა უშაკოვმა.

ამასთან, იური უშაკოვის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ევროკავშირის მხარემ დონალდ ტრამპს „მავნე იდეები“ მიაწოდა, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კონტაქტები შეწყდა.

როგორც იური უშაკოვმა აღნიშნა, ევროკავშირს მცდარი შეფასება ჰქონდა ომის ველზე არსებული ვითარების შესახებ და მიიჩნევდა, რომ ვითარება უკრაინის სასარგებლოდ იცვლებოდა.