იური უშაკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
MOSCOW, RUSSIA - APRIL 9, 2020: The Russian president's adviser Yuri Ushakov is seen in the Kremlin during a videoconference meeting chaired by the Russian president to discuss defence industry and military-technical cooperation issues. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Ïîìîùíèê ïðåçèäåíòà ÐÔ Þðèé Óøàêîâ â ñèòóàöèîííîì öåíòðå â Êðåìëå âî âðåìÿ ñîâåùàíèÿ ïðåçèäåíòà ÐÔ Âëàäèìèðà Ïóòèíà ïî ïðîáëåìàì îáîðîííî-ïðîìûøëåííîãî êîìïëåêñà è çàñåäàíèÿ êîìèññèè ïî âîåííî-òåõíè÷åñêîìó ñîòðóäíè÷åñòâó â ôîðìàòå âèäåîêîíôåðåíöèè. Àëåêñåé Íèêîëüñêèé/Ïðåññ-ñëóæáà ïðåçèäåíòà ÐÔ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან უკრაინასა და რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უშაკოვმა „რასია პირველს“ განუცხადა.
თანაშემწის თქმით, რუსული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს.
„მივდივართ დასკვნამდე, რომ ტრამპს არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების კონტექსტში“, – აღნიშნა უშაკოვმა.
უშაკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი არ არის ინფორმირებული უკრაინის მხრიდან „რუსეთის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ გახშირებული ტერორისტული აქტების შესახებ“. მისი თქმით, ტრამპმა იცის მხოლოდ რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ და ბოლომდე არ ესმის, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურისა ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ახორციელებს დარტყმებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ცეცხლს ეთამაშება. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა რუსეთის მასირებული იერიშები უკრაინის ქალაქებზე.