იური უშაკოვი აცხადებს, რომ „აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხს განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, „აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხს განიხილავენ.
„ბუნებრივია, შენჟენში, „აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ სამიტზე მასთან დაგეგმილი შეხვედრის დროს, გაგრძელდება დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების მთელი სპექტრის განხილვა“, – აღნიშნა იური უშკოვმა.
სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჟენში 18-19 ნოემბერს გაიმართება. უშკოვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის საუბარი ინფორმაციული, კონსტრუქციული, გულწრფელი და სასარგებლო იყო.
იური უშკოვის თქმით, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას, ალეშკიში ჰუმანიტარული მისიის წარმატებული გამოცდილება კონსტანტინოვკაში გავრცელდეს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში კრიზისის მოგვარებას პირად ყურადღებას აქცევს.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ყურადღების გარეშე არ დატოვა ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაცია ძალიან დაჟინებით და გულმოდგინედ მუშაობს უკრაინის კონფლიქტის ჭეშმარიტად გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად“, – თქვა უშაკოვმა.
რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ევროპელები ცდილობენ უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართვას, მაგრამ მათ უნდა გადაწყვიტონ, რა ომი სურთ თუ მშვიდობა.