იური ტაბატაძე - „კადისს“ კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ უფრო ძლიერები დავბრუნდებით #1TVSPORT
იური ტაბატაძის „კადისმა“ ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში კონკურენტი „ლეგანესი“ 3:0 დაამარცხა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
„ყველანი უზომოდ მიყვარხართ. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის. კარგად ვიცი, რომ არ გამოვიდა ისეთი სეზონი, როგორიც ყველას გვინდოდა, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და ლა ლიგაში ვითამაშებთ. „კადისის“ ადგილი სწორედ იქ არის. ეს არის ქალაქი, რომელიც ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს“, – ასე მიმართა ქართველმა ლეგიონერმა გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს.
27 წლის ქართველი შემტევი „კადისში“ 2025 წლის აგვისტოში გადავიდა და 18 მატჩში 6 ბურთის გატანა მოახერხა. მაგრამ 18 იანვარს „ალბასეტესთან“ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და ოპერაცია გაიკეთა.